Wednesday, January 26, 2011

10:34 09.06.09 - 1,4 მილიონმა რესპონდენტმა საუკეთესო მხატვრები დაასახელა
ბრიტანულმა გაზეთმა The Times-მა გრანდიოზული გამოკითხვა ჩაატარა, რათა 1900 წლის შემდეგ მსოფლიოს საუკეთესო მხატვრები გამოევლინა. გამოკითხვაში 1,4 მილიონი ადამიანი მონაწილეობდა.

პირველ ორასეულში პირველი ადგილი პაბლო პიკასომ დაიკავა, რომელსაც  ხმა 21 587-მა რესპოდენტმა მისცა.
იმ ლიდერების ჯგუფში, რომელთაც 20 ათას რესპონდენტებზე მეტმა მისცა ხმა,  არიან  სეზანი, კლიმტი, მონე და დიუშანი. 
სალვადორ დალი 26-ე ადგილზე აღმოჩნდა და  პოზიცია დაუთმო ჯაკომეტის, ჯეფ კუნსი 51-ე ადგილზეა, მარკ შაგალი - 71-ე ადგილზე.
XX-XXI საუკუნის მხატვართა საუკეთესო ოცეული კი  The Times-ის ვერსიით ასე გამოიყურება:
1. პაბლო პიკასო (21 587 ხმა);
2. პოლ სეზანი (21 098);
3. გუსტავ კლიმტი (20 823);
4. კლოდ მონე  (20 684);
5. მარსელ დიუშანი (20 647);
6. ანრი მატისი (17 096);
7. ჯექსონ პოლოკი (17 051);
8. ენდი უორხოლი (17 047);
9. ვილემ დე კუნინგი (17 042);
10. პიტ მონდრიანი (17 028);
11. პოლ გოგენი (17 027);
12. ფრენსის ბეკონი  (17 018);
13. რობერტ რაუშენბერგი (16 956);
14. ჯორჯ ბრაკი (16 788);
15. ვასილი კანდინსკი (16 055);
16. კონსტანტინ ბრაკუზი (14 224);
17. კაზიმირ მალევიჩი (13 609);
18. ჯასპერ ჯონსი (12 988);
19. ფრიდა კალო (12 940);
20. მარტინ კიპენბერგი  (12 784).

ანრი მატისი - ბიოგრაფია


ანრი მატისი (Henri Matisse; 31 დეკემბერი1869 – 3 ნოემბერი1954) — ფრანგი მხატვარი და მოქანდაკე, ფოვიზმის მიმდინარეობის ლიდერი. განთქმულია მისეული ფერისა და ფორმის მეშვეობით ემოციის ასახვის ტექნიკით.
დაიბადა ლე-კატოში, საფრანგეთის ჩრდილოეთში. 1892 წელს პარიზში ჩამოვიდა, სადაც ბუგროს სახელოსნოში, ჟიულიენის აკადემიასა და ნატიფი ხელოვნების სკოლაში (ეკოლ დე ბოზ-არტ) სწავლობდა. 1895-1898 წლებში გუსტავ მოროს სახელოსნოში მუშაობდა.
ინტენსიური ფერების, გამარტივებული ნახატისა და ბრტყელი გამოსახულების მეშვეობით გრძნობების უშუალო გადმოცემის ძიება აისახა მის ნამუშევრებში, რომელიც მან „გარეულთა“ (ფოვისტების) გამოფენაზე გამოიტანა შემოდგომის სალონში. ამასთან მატისზე დიდი გავლენა მოუხდენია მიუნხენში გამოფენილი ისლამური ხელოვნების ნიმუშების დათვალიერებას. ორი ზამთარი, გატარებული მაროკოზე (1912-1913) მის შემოქმედებას აღმოსავლური მოტივებით ამდიდრებს, ხოლო დიდი ხნით ლაჟვარდოვან ნაპირზე ცხოვრებამ კი მის ტილოებს კაშკაშა პალიტრა შეჰმატა. მისი ტილოები, რომელზეც გამოსახულია ქალის ფიგურები, ნატიურმორტები და პეიზაჟები, თემატური მრავალფეროვნებით შეიძლება არ გამოირჩეოდეს, თუმცა ისინი ბუნებრივი ფორმებისა და მათი თამამი გამარტივების ხანგრძლივი შესწავლის შედეგია.